ელაფონისის პლაჟი (Elafonissi Beach) საბერძნეთში The Traveler’s Choice Awards Best of the Best-ის რეიტინგით საუკეთესოდ დასახელდა. საუკეთესო სანაპიროების სია მოგზაურობის დასაგეგმი სერვისის TripAdvisor-ის შეფასებების შეჯამებით შედგა.
როგორც ტურისტები აღნიშნავენ, ამ პლაჟზე მთელი დღის გატარებაა შესაძლებელი ისე, რომ გასართობი არ დაილიოს და მოწყენილობამაც არავინ შეაწუხოს.
მეორე ადგილზე ტაილანდი და ბანანის პლაჟი (Banana Beach) გავიდა. ლიდერთა სამეულს არუბაში მდებარე ულამაზესი იგლ-ბიჩი (Eagle Beach) ასრულებს.
საუკეთესო პლაჟების ათეულში მოხვდა ასევე – სიესტა (Siesta Beach) ფლორიდაში, პრაია-და-ფალესია (Praia da Falesia) პორტუგალიაში, პლაია ვარადერო (Playa Varadero) კუბაში, ბავარო (Bavaro Beach) დომინიკას რესპუბლიკაში, პლაჟი პლაია დე მურო (Playa de Muro Beach) ესპანეთში, პლაჟი კელინგკინგი (Kelingking Beach) ინდონეზიაში და მირტოსი (Myrtos Beach) საბერძნეთში.