LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა

121
82028513-13760921-The_oldest_per

მსოფლიოს უხუცესი ესპანელი ქალი, რომელსაც ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანის სტატუსი ჰქონდა, 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მარია ბრანას მორეას ახლობლებმა დაწერეს, რომ იგი ძილში და ტკივილის გარეშე გარდაიცვალა. ის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მარტში 117 წლის იუბილე აღნიშნა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მორეამ გააფრთხილა, რომ თავს სუსტად გრძნობდა. „ნუ ტირით, არ მიყვარს ცრემლები. ნუ იტანჯებით ჩემს გამო”, – მიმართა მან თავის გამომწერებს. “სადაც წავალ, ბედნიერი ვიქნები.”

მარია დაიბადა 1907 წლის 4 მარტს სან-ფრანცისკოში. რვა წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად ესპანეთში გადავიდა და კატალონიაში დასახლდა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. ქალი გადაურჩა ესპანური გრიპის პანდემიას და ესპანეთის სამოქალაქო ომს, რომლის შესახებ, მისივე თქმით, “ძალიან რთული მოგონებები აქვს”.

მორერა დაქორწინებული იყო ექიმ ჯოან მორზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა. ის 1976 წელს დაქვრივდა, შემდეგ დაკარგა ერთ-ერთი შვილი, ერთადერთი ვაჟი.

გინესის რეკორდების წიგნმა 2023 წლის იანვარში ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად აღიარა.

ახლა კი ტომიკო იტოკა ითვლება ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად დედამიწაზე. ქალი დაიბადა იაპონიაში 1908 წლის მაისში. ის ამჟამად 116 წლისაა.