LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი შავგვრემანი ქალები

714

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების უმეტესობა შავგვრემანია – ამ სტატისტიკას ორი მთავარი სილამაზის კონკურსი – „მის სამყარო“ და „მის მსოფლიო“ ამტკიცებს“, რომელთა გამარჯვებულთა 90% სწორედ შავგვრემანია.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს ქალები ვნებიანები, ტემპერამენტიანები, მგრძნობიარეები და უკომპრომისოები არიან, სწორედ ამიტომ არის მათი სექსუალური ქარიზმა ასეთი ძლიერი.

გთავაზობთ ყველაზე ლამაზი შავგვრემანი ქალების რეიტინგს ქვეყნების მიხედვით:

 

ამერიკელი – მეგან ფოქსი

940x1048_1_0be9979a6e22bd2d090d3dceab551f61@1200x1338_0xc0a839a4_9636809991465749329

მეგან ფოქსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია. ლამაზი თვალების გამო მას ყველაფერს პატიობენ – მათ შორის არც ისე დიდ სამსახიობო ნიჭს. სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ საკუთარ გარეგნობას მეგანი მხოლოდ პლასტიკურბ ქირურგებს უნდა უმადლოდეს. რაც არ უნდა იყოს, სექს-სიმბოლოს სტატუსი „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავს ტყუილად არ აქვს – მისი სახე ერთ-ერთი ყველაზე პროპორციულია!

 

იტალიელი – მონიკა ბელუჩი

700x771_0xd42ee42a_1542712051431603587

უკანასკნელი 20 წელი მონიკა ოფიციალურად პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად არის მიჩნეული. ულტრა-ქალური, მომრგვალებული ფორმებით, მგრძნობიარე ტუჩებით და აზრიანი თვალებით, ბელუჩიმ თავისი სილამაზით, რომელიც ყველა ენაზე გასაგებია, მსოფლიო დაიპყრო. თავის 51 წლის ასაკშის ის ისეთივე სექსუალური და სასურველია მამაკაცებისთვის, როგორც წლების წინ.

 

ინდოელი – აიშვარია რაი

940x1132_0xc0a839a4_6551009161465749452

არამარტო ინდოეთის, არამედ მსოფლიოს ლამაზმანი, რომელმაც 1994 წელს „მის მსოფლიოს“ კონკურსი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს მან 30 კილოგრამი მოიმატა, თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ ის კვლავ ულამაზესია.

 

ესპანელი – პენელოპა კრუსი

940x1136_1_9ddb879c14c709933ede73cd9bf0c789@1239x1497_0xd42ee42a_17602213691431604143

ჰოლივუდის საბედისწერო ქალი წლების მანძილზე ტემპერამენტიანი შავგვრემანი ქალის იმიჯს არ ღალატობს. მან იმდენად გენიალურად გაითავისა მარია ელენას როლი ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“, რომ ცოტა დააკლდა ამ როლისთვის „ოსკარის“ აღება. რეალურ ცხოვრებაში, ის გარეგნობაზე ექსპერიმენტების მომხრე არ არის  – მუქი კანი, ყავისფერი თვალები და შავი თმა მისი სავიზიტო ბარათი გახდა.

 

ბრაზილიელი – ადრიანა ლიმა

940x1127_0xc0a839a4_3764997201465749964

Victoria’s Secret-ის ყველაზე სექსუალური „ანგელოზი“ ადრიანა ლიმა მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელია. როგორც ჭეშმარიტი ბრაზილიელებისთვის არის დამახასიათებელი, ლამაზმანი გასაოცარ პროპორციებს ფლობს – მისი ფორმები საოცრად ქალურია.

 

ბრიტანელი – კეტრინ ზეტა-ჯონსი

935x1059_0xc0a839a4_13772308971465750095

ერთ დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მაიკლ დუგლასმა ამ ქალზე თავი დაკარგა და იმდროინდელ ცოლს საკმაოდ დიდი ქონება დაუმტკიცა, რათა კეტრინთან ერთად ყოფილიყო. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ და ზრდიან შვილებს. დუგლასის აღფრთოვანებას კი მსოფლიოს მამაკაცების უმრავლესობა ფილმების „ზოროს ნიღაბი“ და „ჩიკაგო“ გამოსვლის შემდეგ იზიარებს, სადაც ეპოქის ერთ-ერთი მთავარი სექს-სიმბოლო გამოდის.

 

მექსიკელი – სელმა ჰაიეკი

940x1112_1_d281fa032df3ca67d35cbf0f31fc9b45@1730x2048_0xc0a839a4_16066142461465750227

ოდესღაც ულამაზესი მექსიკელი გოგონა სექსუალური ლამაზმანების მეგობრების როლს ასრულებდა, თუმცა წლების შემდეგ ის თავად გახდა მთავარი როლის შემსრულებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცის – მილიონერის, მეცენატისა და კოლექციონერის, ფრანსუა -ანრი პინოს მეუღლე. სელმა წლების მატებასთან ერთად ლამაზდება – ამაზე კი ყველაზე გავლენიანი ტაბლოიდები მუდმივად წერენ.

 

სომეხი – კიმ კარდაშიანი

940x980_1_4deb5609bc8b02374ed18fed20584bac@1100x1147_0xc0a839a4_5196501991465750321

ეს ქალბატონი თანამედროვეობის ფენომენია. დღესდღეობით ის ნომერი 1 ვარსკვლავია, რომელიც მუდმივად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანზე. სწორედ კიმმა შექმნა ახალი ტრენდი – წვრილი წელი და საკმაოდ დიდი ზომის საჯდომი ქალის სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა.

 

ჩინელი – ფან ბინბინი

940x989_0xc0a839a4_19624688381465750399

თუ არ იცით ვინ არის ფან ბინბინი, ესეიგი ბევრი რამ გამოტოვეთ, რადგან სწორედ ამ ქალს თვლის მთელი აზია ყველაზე ლამაზად. კონტინენტის ყველაზე ცნობილი ლამაზმანი L’Oreal-ის ელჩია. მის სილამაზეს კი ხშირად უწოდებენ არაამქვვეყნიურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები