LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები მუსიკაში – ,,ფორბსმა” 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

BeFunky-collage-1-2

,,ფორბსმა” ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალები  გამოავლინა. 2017 წლის ივნისიდან, 2018 წლის ივნისამდე არსებული მონაცემებით, რეიტინგის პირველ ადგილს კეტი პერი იკავებს. ამერიკელი შემსრულებლის შემოსავალმა 83 მილიონი დოლარი შეადგინა.

სიის მეორე პოზიციაზე 80 მილიონი დოლარით, ტეილორ სვიფტი დასახელდა, საუკეთესო სამეულს კი ბიონსე ხურავს, რომლის წლიური შემოსავალი 35 მილიონი დოლარია.

2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების ტოპ 10-ეული ასეთია:

1. კეტი პერი ($83 მლნ.)

2. ტეილორ სვიფტი ($80 მლნ.)

3. ბიონსე ($60 მლნ.)

4. პინკი ($52 მლნ.)

5. ლედი გაგა ($50 მლნ.)

6. ჯენიფერ ლოპესი ($47 მლნ.)

7. რიანა ($37.5 მლნ.)

8. ჰელენა ფიშერი ($32 მლნ.)

9. სელინ დიონი ($31 მლნ)

10. ბრიტნი სპირსი ($30 მლნ)

საინტერესოა, რომ მუსიკა ერთადერთი საქმიანობა არ არის, რითაც ჰოლივუდში ფული იშოვება. ლედი გაგამ თანხის ნაწილი ფილმში ,,ვარსკვლავის დაბადება” შესრულებული როლისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ვერ ვხვდებით ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც: არიანა გრანდე, მერაია ქერი, სელენა გომესი, მადონა, ჰელსი და ჯენეტ ჯექსონი არიან. ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ინფორმაციით, ისინი მომდევნო წლის რეიტინგში შევლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g