LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსოფლიოში არსად, იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, არ ითხოვენ დამატებით პისიარ ტესტის ჩატარებას” – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კოვიდ 19-ის „ფაზების“ დადგენის შესახებ

372
testebi

თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ჩვენ ვნახავთ, რომ არანაირ განმეორებით, პისიარ კვლევას არ საჭიროებას ადამიანი თუ მას არ აქვს იმუნოდეფიციტი და თუ არ გვაქვს, მართლა ეჭვი, რომ შესაძლოა ვირუსული ფაზა გახანგრძლივდეს, –  ასეთ განმარტებას აკეთებს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აკეთებს.

საქმე ეხება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს იმის შესახებ, რომ იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებელია პისიარ ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანმა უნდა გაიგოს ვირუსის ფაზა.

როგორც ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, 7-დღიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გადამდები არ არის.

"თუ 2 კვირის შემდეგ ეს სიმპტომები რჩება ან ინტენსივობა იზრდება, მიმართეთ ექიმს" - რა ვიცით „ომიკრონის“ პოსტკოვიდურ გამოვლინებებზე

ნებისმიერი ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანი შესაძლოა იყოს სუსტად და გარკვეული სიმპტომები დარჩეს, მაგრამ მნიშვნელოვანია სიმპტომების ინტენსივობა იმატებს თუ იკლებს, - აცხადებს ინფექციონისტი.

“ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გადააქვს კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, ეს ეხება “ომიკრონს”, შვიდი, მაქსიმუმ 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები და არანაირი ფაზის და ციკლის განსაზღვრა არ არის ასე ვთქვათ, საჭირო.

თუმცა, არის ინდივიდუალური შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, როდესაც შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ვირუსის ციკლის განსაზღვრა, მაგრამ როგორც წესი, ამის აუცილებლობა ჩვეულებრივ არ დგას ხოლმე და ამას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.

თითქმის მთელ მსოფლიოში იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, არსად არ ითხოვენ დამატებით პისიარ ტესტის ჩატარებას, თუ შეხება არ აქვს იმუნოდეფიციტურ ადამიანთან შეხება ან თვითონ არ აქვს გარკვეული იმუნოდეფიციტი”, – განაცხადა ალექსადრე გოგინავამ.

გოგინავა: თუ ეპიდვითარება კლების დინამიკით წავიდა, ერთ კვირაში შესაძლოა, შეზღუდვები მოიხსნას, მათ შორის პირბადის ტარება გარე სივრცეში

 

პოპულარულები