ავსტრალიაში, ბრიზმენში, მსოფლიოში პირველი ჰოლოგრამული ზოოპარკი გაიხსნა. იგი 1000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. სტუმრებს არჩევანის გაკეთება 25 განსხვავებული სივრციდან შეუძლიათ, რაც მოიცავს ცხოველებს აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ოკეანეებიდან.
რეალური განცდებისთვის პარკში 4D ეფექტებიცაა ხელმისაწვდომი, რაც მოიცავს არქტიკისთვის დამახასიათებელ გრილ ნიავსა და სურნელსაც კი.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოგრამულ ზოოპარკში სტუმრობა 6 თვის მანძილზე იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კომპანია Axiom Holographics ახალი ცენტრების გახსნას იაპონიაში, ტეხასსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გეგმავს.