LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია დასახელდა

110
QR_A350-1200x738

Qatar Airways გადამზიდთა მსოფლიო რეიტინგში World Airline Awards 2024 საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. შესაბამისი მონაცემები ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ეს დაწესებულება სხვადასხვა ავიაკომპანიებისა და აეროპორტების სერვისების ხარისხის ანალიზითაა დაკავებული.

კატარის გადამზიდმა უმაღლესი ჯილდოები მიიღო ასევე კატეგორიებში – „მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს-კლასი“, „მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს-ლაუნჯი“ და „ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაკომპანია“.

გასული წლის რეიტინგის ლიდერი Singapore Airlines წელს მეორე ადგილზე გავიდა, მესამე პოზიცია კი ავიაკომპანია Emirates-მა დაიკავა. ლიდერთა ხუთეულში მოხვდა ასევე – იაპონური ANA All Nippon Airways და ჰონგ-კონგური – Cathay Pacific.

ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად Turkish Airlines დაასახელეს, ჩრდილოეთ ამერიკაში – Delta Air Lines, სამხრეთ ამერიკაში – LATAM, აფრიკაში – Ethiopian Airlines, აზიაში — Singapore Airlines, ხოლო ავსტრალიაში — Fiji Airways.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები