LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიების ხუთეულში ევროპული არც ერთი არ არის

135
HR_PEC_Walkway-SQ-Girl_#150_Inc

ავტორიტეტული რეიტინგის Skytrax World Airline awards-ის ვერსიით მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია Singapore Airlines გახდა.

კატარის Qatar Airways-მა და იაპონურმა Ana All Nippon Airways-მა რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს. ავიაკომპანია emirates მეოთხე პოზიციას დასჯერდა, Japan Airlines კი საპატიო მეხუთეა. აღსანიშნავია, რომ სია მგზავრებმა შეადგინეს და გამოკითხვაში 325 ავიაკომპანია იღებდა მონაწილეობას.

ევროპული ავია გადამზიდები პირველ ხუთეულში ვერ მოხვდნენ, თუმცა ათეულში რამდენიმე გვხდება, მაგალითად Air France მეშვიდე ადგილზე გავიდა.

პრემია World Airline Awards მსოფლიოში მთავარ საავიაციო დაჯილდოებად მიიჩნევა და „საავიაციო ოსკარსაც“ უწოდებენ. რეიტინგის შედგენისას ამა თუ იმ ავია გადამზიდის გლობალური კმაყოფილების ინდექსი ითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები