LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდა ავიაკომპანიები, რომლებსაც ეკონომ-კლასში ყველაზე ფართო სავარძლები აქვთ

106
ქირიას NEWS შაბლონი (3)


საავიაციო გამოცემამ Simple Flying ეკონომ-კლასში ყველაზე კომფორტული სავარძლების მქონე ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო სავარძლებს შორის დაშორება და მათი სიგანე.

რეიტინგის ლიდერი გახდა Japan Airlines, რომლის თვითმფრინავებში სავარძლებს შორის მანძილი 86,3 სანტიმეტრს, ხოლო სავარძლის სიგანე 47 სანტიმეტრს აღწევს.

მეორე ადგილი All Nippon Airways-მა (ANA) დაიკავა. ამ ავიაკომპანიის ეკონომ-კლასშიც რიგებს შორის დაშორება 86,3 სანტიმეტრია, ხოლო სავარძლების სიგანე 41–45 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

სამეულს ამერიკული JetBlue ასრულებს, სადაც სავარძლებს შორის მანძილი 81,2 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე 45 სანტიმეტრს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ქვედა ნაწილში აღმოჩნდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიუმ ავიაკომპანიები – Qatar Airways, Emirates და Singapore Airlines, რომელთა ეკონომკლასის სავარძლები სივრცის მიხედვით ლიდერებს ჩამორჩება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები