LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უძველესი კონიაკი 328 წლისაა

127
split-image-of-oldest-cognac

მსოფლიოში უძველესი კონიაკი 328 წლისაა. გინესის რეკორდების წიგნის ინფორმაციით, რეკორდსმენი სასმელი 1696 წელს საფრანგეთშია ჩამოსხმული.

კონიაკი მე-17 საუკუნის ბოლოს დამზადდა და მისი ჩამოსხმა 1880-1890 წლებში დაიწყო. მისი არსებობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, თუმცა ასაკის დადასტურება მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს.

ბოთლი დღემდე ორიგინალური შეფუთვითაა შემონახული და საცობიც კი ხელუხლებელია.

ბოთლის პირვანდელი მეპატრონე მისი ჩამომსხმლის Jules Robin & Co-ს შვილიშვილი იყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მასთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. რელიკვია 2018 წელს 142 ათას ევროდ გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები