LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა

29

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა. ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა The Legatum Institute-მა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე შეისწავლა და ყველაზე მშვიდობიან და კეთილმოწყობილ ქვეყანათა რეიტინგიც შეადგინა. საინტერესოა, რომ საუკეთესო ხუთეულიდან 4 ევროპული ქვეყანაა და ნორვეგიის გარდა, ბედნიერთა სტატუსი – ახალმა ზელანდიამ, ფინეთმა, შვეიცარიამ და შვედეთმაც მოიპოვეს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი ერაყმა, ავღანეთმა, სუდანმა, ანგოლამ, კონგომ, მავრიტანიამ, ჩადმა და იემენმა დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ კეთილდღეობის დონის გამოსავლენად სპეციალისტებმა ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორიცაა – პირადი თავისუფლება, განათლება, სოციალური კაპიტალი, ბიზნეს- სფერო და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები