LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცი ბრიტანელი მსახიობი გახდა

131
3ffbcfa541f87ab5bcbbcf52a319c22d

პლასტიკური ქირურგების ვერსიით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცი 34 წლის ბრიტანელი მსახიობი, აარონ ტაილორ ჯონსონია.

ქირურგმა-კოსმეტოლოგმა ჯულიან დე სილვამ და მისმა კოლეგებმა მასშტაბური სამუშაო ჩაატარეს და სცადეს გამოევლინათ მსახიობი, რომლის ვიზუალიც იდეალურთან ყველაზე ახლოს იქნებოდა. მედიკოსებმა სხვადასხვა მსახიობის სახის პარამეტრები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ტეილორის პროპორციები იდეალურობის ეტალონს 93,04%-ით ემთხვევა.

რეიტინგში მეორე ადგილი მსახიობმა ლუსიენ ლავისკანტმა დაიკავა, მისი მაჩვენებელი 92,41%-ია. ბრინჯაო მის კოლეგას პოლ მესკალიუს ხვდა წილად, მესკალიუს სახე 92,38%-ით იდეალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები