თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ ეტაპზე, მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, შემთხვევის შედეგად მსუბუქად არის დაშავებული ერთი მოქალაქე.
„მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელი სახლის, მე-2 და მე-3 სართულიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა“, – აღნიშნა თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლევან მუსელიანმა.
მისივე თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„მეორე ეზოს მხრიდან გადავხტით ფანჯრიდან“ – ბოლო ინფორმაცია თამარ მეფის ქუჩიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.