მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა შეკრება 18 თებერვალს დაიწყო. ჩვენი ეროვნული გუნდის ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაც გამართა, სადაც ის 18 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.
საქართველოს ნაკრებს 23 თებერვალს ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან, ხოლო 25-ში თბილისში, გერმანიასთან მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ზუროსის გუნდი ავსტრიაში 21 თებერვლის დილას გაემგზავრება და ამავე დღეს, საღამოს პირველ ვარჯიშს ვენაში ჩაატარებს. ავსტრიაში წასვლამდე ზუროსი ცდილობს მოკლე დრო მაქსიმალურად გამოიყენოს. ეროვნული გუნდი ბერძენმა სპეციალისტმა სპორტის სასახლეში ავარჯიშა.
პირველ ვარჯიშში მონაწილეობა გამოძახებული 18 კალათბურთელიდან 15-მა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონი ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება, ხოლო გოგა ბითაძე და გიორგი ცინცაძეს მეორე დღეს გამოცხადნენ.
პირველმა ვარჯიშმა ზედმეტი დატვირთვების გარეშე ჩაიარა. ზუროსმა გუნდი საკმაოდ დიდ ხანს, თითქმის 2 საათი ავარჯიშა, თუმცა კონტაქტური თამაში და კომბინაციები ნაკლები დოზით იყო.
პირველ ვარჯიშში მონაწილეობა შემდეგმა კალათბურთელები მიიღეს:
ნიკა ცქიტიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ნიკა დარბაიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა წივწივაძე, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, რევაზ როგავა, გეგი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, აკაკი ლომოური და რეზო ჩაჩანიძე.