LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსურს 11 780 ხმა ვიპოვო: ტრამპი დაკარგულ ბიულეტენებს ეძებს და არჩევნების შედეგების ცვლილებას ითხოვს

68
FORTUNA.GE- (4)

ამერიკის შეერთებული შტატები მორიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისთვის ემზადება – 20 იანვარს შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კონგრესში ფიცს დადებენ.

მოახლოებული ინაუგურაციის პარალელურად, დანებებას ჯერ კიდევ არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტი და “დაკარგული” საარჩევნო ხმების “ძებნას” განაგრძობს.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა დონალდ ტრამპისა და ჯორჯიის შტატის მდივნის სატელეფონო საუბარია.

აუდიოჩანაწერს ავრცელებს CNN-იც.

ერთსაათიან დიალოგში ტრამპი ბრედ რაფენსპერგერს მიმართავს და ამბობს, რომ ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა, ამის დასამტკიცებლად კი საჭიროა დაკარგული 11 780 ბიულეტენის პოვნა.

“შტატის მოსახლეობა გაბრაზებულია, ქვეყნის მოსახლეობა გაბრაზებულია. არაფერია ცუდი იმაში, რომ თქვენ იტყვით – ხმები გადავთვალეთ. მე მხოლოდ ეს მსურს. მე მინდა 11 780 ხმა ვიპოვო, რადგან ჩვენ მოვიგეთ.” – ამბობს ტრამპი.

რაფენსპერგერი ტრამპს პასუხობს, რომ მისი მონაცემები არასწორია და საარჩევნო ადმინისტრაციას ზუსტი რიცხვები აქვს.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტი შტატის მდივანს ეუბნება, რომ მან იცის, რაც ჩაიდინეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რაფენსპერგერი კი არაფერს ამბობს, რაც სისხლის სამართლის დანაშაული და დიდი რისკია მისთვის.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი პირველად The Washington Post-მა გამოაქვეყნა.

თუმცა, მანამდე, დიალოგის ორივე მონაწილემ, საუბრის შესახებ საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, მდივანმა ვერ შეძლო, ან არ ისურვა პასუხის გაცემა განადგურებულ ბიულეტენებსა და ადმინსიტრაციის თაღლითურ სქემაზე.

რაფენსპერგერმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი სიმართლეს არ შეესამება და სიმართლე მალე გამჟღავნდება.