LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს, გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი“ – არესტოვოჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

170
Untitled design (3)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ოლექსი გონჩარენკო: რადაში ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

არესტოვიჩი განცხადების ფოტოს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს და წერს:

„განცხადება გადადგომის შესახებ. მსურს, გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: დაუშვა შეცდომა, შემდეგ გადადგე“, – წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემის დროს აფეთქდა. განცხადების გამო, უკრაინის რადაში არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროს მცხოვრებლებს მოუბოდიშა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები