LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარ არხზე” მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია, ამას არც მალავდნენ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გაბუნიას განცხადებაზე

1117
BeFunky-collage - 2023-09-05T232809.583

„მთავარ არხზე” მუშაობდნენ ადამიანები,  რომლებსაც არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია, ამას არც მალავდნენ, – აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება.

მისივე თქმით, აღარ არსებობს ნაციონალური მოძრაობა, არსებობს მხოლოდ მიშას ფაქტორი.

„2003 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვარ. უფრო მეტიც, ამ პარტიით კენჭს ვიყრიდი. კიდევ უფრო მეტი…ვთვლიდი და ვთვლი, პარტიის თავმჯდომარეს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.

გაგიკვირდათ ვინმეს რაც დავწერე? არა, და მთავარი არხის მთავარი ხიბლიც ეგაა, არასოდეს ვმალავდით საკუთარ სიმპატიებს, არჩევანს.

თუმცა, არხზე მუშაობდნენ და ახლაც იქ არიან ადამიანები, რომლებიც ასე საერთოდ არ ფიქრობენ. უფრო მეტიც, არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია და არც არასოდეს დაუმალავთ ეს.

ანუ, რასაც პარტია გვიბრძანებს არასოდეს მუშაობდა გუნდში, რომელიც მხოლოდ ამბიციური ლიდერებისგან და ინდივიდუალური პერსონებისგან შედგება. რასაც პარტია გვიბრძანებს კი არა, ნიკაც კი, როცა საკუთარ იდეებს გვიზიარებდა, ამდენი “გიჟით” შეშინებული ძალიან ფრთხილი იყო.

ნაციონალურ მოძრაობას მე რომ ღიად დავუპირისპირდი, ადამიანები რომლებიც ახლა იგივეს აკეთებენ მაჩერებდნენ. რა დროს ეგაა, ამით მარტო ბიძინას გავაძლიერებთო. ახლა ყალბ ერთობაზე საუბარი არ დამიწყოთ. ბიძინა თუ რამით, სუსტი ოპოზიციაა.

აღარ არსებობს ნაციონალური მოძრაობა.
არსებობს მხოლოდ მიშას ფაქტორი და ამას, ჩემს პოლიტიკურ არჩევანშიც არაფერი შეცვლის, მაგრამ მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას.

მიშას თავისუფლება კიდევ, ჩემთვის გადის არა ამ პარტიაზე, არამედ საზოგადოების ერთობაზე. ჩემი თვალით მაინც არ მენახა რას “აკეთებდნენ” მიშას თავისუფლებისთვის.

დავუბრუნდეთ არხს და გაბუნიას განცხადებას, რომელიც მის სტილში, მკვახედ იყო ნათქვამი. კოლეგებთან არასწორი იყო და მთავარი, იმიტომაა მთავარი, რომ ყველამ პირადად უთხრა წყენაც და პროტესტიც, საჯაროდაც იტყვიან.

მოგვბაძეთ კოლეგებო, თქვენც საჯაროდ გამოიტანეთ ასეთი დისკუსიები, თუ ვითხოვთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენით დავიწყოთ გაჯანსაღება.
არ მიყვარს ამხელა სტატუსები, მაპატიეთ რომ გამიგრძელდა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა ამავე არხის გადაცემაში „შუადღის ეთერში“ თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

გაბუნია „მთავარი არხზე“: „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს

კობახიძე: „კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და ეს გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა – ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა “

კვესიტაძე გაბუნიას: „ისევ პუტინს მიაწექი!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g