LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი მივიდნენ

collage

თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი მივიდნენ.რესპუბლიკის მოედანზე სამზადისი დილიდან დაიწყო. გაიხსნა საახალწლო სოფელი და 13 იანვრის ჩათვლით ღია ცის ქვეშ საახალწლო და საშობაო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები გაიმართება.

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში საახალწლოდ მორთული სახანძრო მანქანები იმოძრავებს. მეხანძრე-მაშველები ამ გზით მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ.

სახანძრო მანქანები საბოლოოდ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში გაჩერდებიან, სადაც მსურველებს მათი დათვალიერება და ფოტოების გადაღება შეეძლება.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/992551320949982/?__xts__[0]=68.ARD4FSI3X1vxRkA9xmqhuJSa2g7a0Qq0B4eLi5BIW2hFcymUfyyk9iw16MyDNshrEl96EL0D0RKKhJxRXKh-xxslGOctOLQVjPFXHpD40-Av7BfF2weHtZk53iKxaToFSTFPoHgsnJgRUgcCbyKjP1IQlGBMSjTTaTmZhVZJemu9lFYiChh4WOA6u16o17qteBKwUAc-O9EwbT_NkBz6WOgBNr0Y4bPWQwjDyT5w_rogoExIppJyPA3z-6Ux01bj5MFMSmxvrENAIkY4oj6Q_RsHy8IffoEhQpCN_u4yp_9GlwAhA5AiAr2TAJ9sgoe9rfpRFXhpLPapVaHRrvwYiungzxnpPoV1&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები