LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალისო ამბავი სოცქსელიდან: „პატრული მეუბნება, „ქალბატონო სოფიო, ამოსვით ეგ თოვლის ბაბუა საბარგულიდან, საჩუქრებს ველოდებით!“

246
news12821

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“-მომხმარებელი Sofie Graph ავრცელებს სახალისო პოსტს ამბის შესახებ, რომელიც თავისი საახალწლოდ „ჩაცმული“ მანქანის გამო პატრულთან შეემთხვა.

„წუხელ სამსახურიდან ვბრუნდები, ძლივს საშინელ საცობს გამოვცდი, ცოტა შეთხელდნენ მანქანები, თან ძალიან მეძინება, თან რაღაცნაირად დაღლილი ვარ და ვხედავ პატრული ამეკიდა, „ჰონდა გააჩერე, ჰონდააა!“, აუ, მეთქი, ესენიღა მაკლდნენ… გავაჩერე, გადმოდის პატრული, მეუბნება რომ მივცე მართვის მოწმობა, ვხედავ გადმოდის მეორეც, ვაჰ მეთქი რა მივქარე ასეთი… დახედა მოწმობას, მიწვდის ორ ცალ მანდარინს და მეუბნება, „ქალბატონო სოფიო, ამოსვით ეგ თოვლის ბაბუა საბარგულიდან, საჩუქრებს ველოდებით!” ძალიან გამახალისეს, მეორე მეკითხება, ნებით გიზის საბარგულში თუ ძალა იხმარეო ? მოკლედ, ბევრი ვიცინეთ, მანდარინიც მაჭამეს და გამომიშვეს ❤ ძალიან გამიხალისეს საღამო ❤ ვინც არ იცით, რა თოვლის ბაბუაზე და საბარგულზეა საუბარი, ფოტოს დავატან ქვევით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები