LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხიდან“ წამოსული თამარ ბაღაშვილი დავით ქაშიაშვილთან ერთად „შაბათის ფორმულას“ წაიყვანს

265
თამარ ბაღაშვილი დავიტ ქაშიაშვილი

ტელეწამყვანი თამარ ბაღაშვილი „ფორმულაზე“ იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ჟურნალისტმა დაუდასტურა.

თამარ ბაღაშვილმა „მთავარი არხი” დატოვა – რას წერს ჟურნალისტი

„მე და დავით ქაშიაშვილი ერთად წავიყვანთ „შაბათის ფორმულას“. ახლა დავიწყებთ მზადებას, ეთერში სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გავალთ. თუ საჭირო გახდება, სიუჟეტებსაც მოვამზადებ მომავალში“, – გვითხრა თამარ ბაღაშვილმა.

შეგახსენებთ, აგვისტოში თამარ ბაღაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „მთავარ არხს“ ტოვებს, თუმცა არხის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია.

„დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ“. – წერდა თამარ ბაღაშვილი.

თამარ ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში დავით ქაშიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც „შაბათის ფორმულას“ სტუდიაშია გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g