Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ საზოგადოებაში ყველა კვლევის სანდოობა ძალიან დაბალია.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება, არჩევნები – სადაც საქართველოს მოქალაქეები მივლენ:
“საზოგადოებაში ყველა ამ კვლევის სანდოობა ძალიან დაბალია. მთავარი კვლევა იქნება 2 ოქტომბერს, სადაც მოვლენ საქართველოს მოქალაქეები.
დარწმუნებული ვარ, რომ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს” ექნება მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ კვლევებშია მოცემული. ხალხის განწყობა დღეს ასეთია, არ სურთ დღევანდელი, არც წარსული, მათ სურთ სიახლე, განვითარება და ქვეყნის წინსვლა.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, “ედისონ რისერჩმა” კვლევის შედეგები გუშინ წარადგინა.
კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა:
- “ქართული ოცნება” – 36%;
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27%;
- “გიორგი გახარია – საქართველოსთვის” – 11%;
- “ლეიბორისტული პარტია” – 4%;
- “ლელო” – 4%;
- “ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება” – 4%;
- “ევროპული საქართველო” – 2%;
- “გირჩი” – 2%;
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
- “მოქალაქეები” – 1%;
- “ანა დოლიძე – ხალხისთვის” – 1%;
- “ელენე ხოშტარია – დროა” – 1%;
- სხვა – 3%.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.