LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება: ვაშაძე ედისონ რისერჩის კვლევის შედეგებზე

89
გიორგი ვაშაძე

Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ საზოგადოებაში ყველა კვლევის სანდოობა ძალიან დაბალია.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება, არჩევნები – სადაც საქართველოს მოქალაქეები მივლენ:

“საზოგადოებაში ყველა ამ კვლევის სანდოობა ძალიან დაბალია. მთავარი კვლევა იქნება 2 ოქტომბერს, სადაც მოვლენ საქართველოს მოქალაქეები.

დარწმუნებული ვარ, რომ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს” ექნება მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ კვლევებშია მოცემული. ხალხის განწყობა დღეს ასეთია, არ სურთ დღევანდელი, არც წარსული, მათ სურთ სიახლე, განვითარება და ქვეყნის წინსვლა.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ედისონ რისერჩმა” კვლევის შედეგები გუშინ წარადგინა.

კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, მოსახლეობის პასუხები ასე  გადანაწილდა:

  • “ქართული ოცნება” – 36%;
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27%;
  • “გიორგი გახარია – საქართველოსთვის” – 11%;
  • “ლეიბორისტული პარტია” – 4%;
  • “ლელო” – 4%;
  • “ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება” – 4%;
  • “ევროპული საქართველო” – 2%;
  • “გირჩი” – 2%;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
  • “მოქალაქეები” – 1%;
  • “ანა დოლიძე – ხალხისთვის” – 1%;
  • “ელენე ხოშტარია – დროა” – 1%;
  • სხვა – 3%.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები