LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი საკითხი იყო რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას – კანდელაკი კონგრესმენებს შეხვდა

51
20210114155921

„ამ კონგრესმენებს ადრე კონკრეტულ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩართულობა არ ჰქონიათ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა საქართველოში არსებულ კონტექსტს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენებთან ერთად, დელეგაციასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საქართველოში რუსეთი გავლენის ზრდა იყო.

„მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას, 5 ივლისის მოქმედებები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა ღარიბაშვილმა დაუსჯელობის გარანტია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეფაქტო მნიშვნელოვანი ეროზია, ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა, ამ კონგრესმენებს ადრე კონკრეტულ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩართულობა არ ჰქონიათ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა საქართველოში არსებულ კონტექსტს.“ – განაცხადა კანდელაკმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g