LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია, გივის ბიჭი არ გამოდგეს“ – რას წერენ ბაგრატიონ – გრუზინსკების სკანდალზე სოცქსელებში

843
bagrationi

მას შემდეგ, რაც ბაგრატიონების სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ გამოდიან, ამ უკანასკნელის ადვოკატმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მიერ ჩატარებული დეენემის ანალიზის მიხედვით, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა.

ამ ინფორმაციამ, მეორე დღეა, სრულიად სოციალური ქსელები მოიცვა. წავიკითხეთ უამრავი რეპლიკა და გავეცანით სხვადასხვა შარჟს ამ თემაზე.

ჩვენ საუკეთესოებს გთავაზობთ.

„საპილოტე სერია უკვე დამაინტრიგებელია“ – ირმა იანტბელიძე

„ერეკლე ამოთხარეთ, იქნებ, ეგეც სიხარულიძეა“ – ზურაბ ჯაფარიძე

„ნუგზარი გივის ბიძაშვილი აღმოჩნდა“ – ნინო კანდელაკი

„მთავარია, გივის ბიჭი არ გამოდგეს, ისე სიხარულიძეს რა უჭირს“ – ირაკლი ჭიჭინაძე

„ტარგარიანები რო არ იწვიან ცეცხლში, რამე მსგავსი არ აქვთ ბაგრატიონებს?“ – ლექსო ლეკიაშვილი

„გივი სიხარულიძე ქურუმი რომ გვეგონა, მეფე ყოფილა“. – მარიკა ბაკურაძე

„გურულებს გვყავდა მთავრობის თავმჯდომარე, გვყავდა პრეზიდენტი და ახლა ძლივს გვეშველა და გვეყოლება გურული მეფე (სიხარულიძე/ბაგრატიონი) – ანა დოლიძე

ზოგიერთს „ფეისბუქზე“ გაახსენდა ამონარიდი ცნობილი ფილმიდან „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“ და ფრაზა: „მეფე არ არის ნამდვილი!..“

ზოგმა კი გუშინდელ დღეს ლექსი მიუძღვნა…

ასევე შამპანურ „ბაგრატიონს“ შეუცვალეს სახელწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები