LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ მაგიდაზე წინადადებებს დავდებ საბოლოოდ: კრისტიან დანიელსონი

142
950uth5ufx4y8i2

“მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე წინადადებებს დავდებ”,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალისთვის იქნება დოკუმენტი მზად, რომელშიც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხია განხილული და შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა.

“საკითხები ისედაც ვიცით იმიტომ, რომ ეს იყო დატოვებული პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ”,-განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება. თუმცა დანიელსონი აღნიშნავს, რომ კომპრომისზე წამოსვლა დიალოგის მონაწილე ორივე მხარისთვის რთულია.

„თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული- ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება.

კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას. ვფიქრობ, რომ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და ისეთ რეალურ პრობლემებზე ყურადღების გადატანისა, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები. დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები