LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებას გეგმავს

135
o

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მომზადდა სპეციალური კვლევა, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო კუთხით საქართველოში არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა.

ასეთ კონკურენტულ პროდუქტებს შორის მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა, ფაგები და სხვა. „აღნიშნული მიმართულების განვითარებას ვუყურებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ სამედიცინო ტურიზმის კატალოგის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ნათია თურნავამ საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სამედიცინო ტურიზმის ეს მიმართულება ქვეყნის უპირატესობას წარმოადგენს და მისი განვითარება ერთერთი პრიორიტეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g