LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს – დახმარება ბიზნესს და მოქალაქეებს

108
119953100-205131394375096-7954881205101079292-o

მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, აღნიშნულ პაკეტზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს.

“მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან პირველივე დღიდან განაცხადა რესურსების გადანაწილების პრინციპი როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით”, – აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობამ ამ გეგმის მეოთხე ეტაპზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვი,ს რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, იმისთვის რომ ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი, ეს ერთი და მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები