LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ევრობონდების გამოშვებისთვის ემზადება – საინვესტიციო ბანკები უკვე შერჩეულია

66
Untitled

მთავრობა ევრობონდების გამოშვებისთვის ემზადება – 2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით.

შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა – Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები. ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g