LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

117
maxresdefault

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

„ვინაიდან ეს არაა ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, ჯერჯერობით არ გვაქვს ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ მათ ავსახავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ფიტნეს ცენტრები საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიებს ფინანსური რესურსი აღარ გააჩნიათ: ნაწილი უკვე დაიხურა, ნაწილი დახურვის პირასაა. ამიტომ, სექტორი სესხის პროცენტის სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g