LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად კომისიას ქმნის

66
irakli-gharibashvili

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც უახლოესი 3 თვის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კომისიაში მონაწილოებას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

“ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ”. – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ლარის კურსის მართვა მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების საკითხს განიხილავენ.

“2011 წელს წინა მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს ათწლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მილიონი დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა იყო 2021 წლის აპრილი. სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევროფონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭირო არის ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევროფონდის გამოშვებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე გაცემული აქვს”.- განაცხადა ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g