კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო დავაჩქაროთ პრივატიზაციის პროცესი,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ძალიან მაღალი ტემპით ახორციელებს.
„დღეს ჩვენ მორიგი პაკეტი, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში შევთავაზეთ ინვესტორებს საპრივატიზებოდ. ეს არის მთელი რიგი ქონება, ჯამში, 90 მილიონ ლარის პაკეტზე მეტი. აქ არის როგორც მიწები, ასევე ქონება, გარდა ამისა, რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს წილები (54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 6 სახელმწიფო საწარმო). სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველაფერი, რაც დღემდე არის გაჩერებული, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და ადამიანები დაასაქმოს“, – განაცხადა თურნავამ.
აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/32WNZ5d