LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა იყალთოსხევის ტურისტული განვითარების შესაძლობლობებს შეისწავლის

211

მთავრობის სხდომაზე იყალთოსხევის განვითარების პროექტი განიხილეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს იყალთოსხევის, როგორც ტურისტული განვითარების შესაძლობლობები.

”შესწავლის დამთავრების შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ იყალთოში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შესაბამისად, მისი ტურისტული მიმზიდველობა საკმაოდ მაღალია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის,  მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, მოხდება  იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების  არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ასევე იყალთოს ხევის  უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება.

იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტრომ ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმაც გაიტანა. ”ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, რომ რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და ეს ნიშნავს, რომ ურეკი-შეკვეთილი ქაოსურად არ განვითარდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g