მოსახლეობისა და კერძოსექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაში შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. პოლიტიკურ ოპონენტებს მინდავუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა,რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
