LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნას ჯერ არ გეგმავს

96
5fe1bea0dd475

ნათია თურნავა აცხადებს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ან გაუქმებაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ მიდის.

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო სწორედ ღამე გადაადგილების შეზღუდვა, მე ამას არ დავარქმევდი კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების და შეზღუდვის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ის ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში პოზიტიური ეფექტი მოგვცა. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის“, – აღნიშნა თურნავამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების, ასევე საბავშვო ბაღების და ფიტნეს დარბაზების რეგულაციების შემსუბუქება განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g