LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას გეგმავს

-e1543645161793

მთავრობა რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას გეგმავს,  – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ რკინიგზის ეფექტურობის ამაღლებას, რაც მოიცავს როგორც რეფორმას, აგრეთვე კერძო ოპერატორების დაშვებას სავალ ნაწილზე. რაც შეეხება რკინიგზის ტვირთების შემცირებას, ეს არის მიზეზი არამხოლოდ იმისა, რომ რკინიგზის ეფექტურობაზე კითხვები გვაქვს, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ გაიხსნა ალტერნატიული სატრანზიტო გზები, ნავთობისთვის გაიხსნა დიდი ნავთობსადენები, რომლებიც უფრო ეფექტურია, ვიდრე რკინიგზა. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი რკინიგზის კი არა, მთელი ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობა უნდა გავზარდოთ. რაზეც გვაქვს გეგმა, ეს ეხება საზღვაო ტრანსპორტს, პორტებს, რკინიგზას და აგრეთვე კარგად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობაზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის საკითხი. ეს არის მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის სისტემური საკითხი,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g