LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა შაქრის წარმოებას დაეხმარება

101
77

საქართველოს მთავრობა მზად არის, ქვეყანაში შაქრის წარმოებას დაეხმაროს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, აქ საუბარია არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საწარმოზე – „აგარის შაქარზე“, არამედ ზოგადად აღნიშნული პროდუქციის წარმოებაზე.

„ეს ერთ-ერთი იმ დარგებთაგანია, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, ვინაიდან საკუთარი რესურსით საკუთარი ბაზრის მომარაგება შევძლოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება ასეთი დარგია. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით „აგარის შაქრის კომბინატს“, ამაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში შაქარს აწარმოებს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის „აგარის შაქრის კომბინატი“, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და ორ თვეში შეძლებს, რომ წარმოება დაიწყოს. თუკი რომელიმე კომპანია ასევე იქნება მზად, ჩვენ, რა თქმა უნდა, იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა მექანიზმით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g