LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობას აუქციონზე ყიდის

84

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება. გასაყიდად გამოიტანა. სახელმწიფო საკუთრებაშია არსებული 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებაის. პრივატიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება  8 200 000 ლარს შეადგენს. ელექტრონული აუქციონი  2016 წლის 11 მაისს 17:00 საათზე დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე  სულ მცირე 80-ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის  მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის  დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა-ფუნიკულიორი, რომელიც ერთმანეთთან ჭონქაძის ქუჩასა დ მთაწმინდის პარკს აკავშირებს,  თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტს ემსახურება. ის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები