LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტს გამოიტანს – მხარდაჭერა გრძელდება

99
960x0

მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. „უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და პარალელურად არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე. „ჩვენ თუ ვერ დავამარცხეთ პანდემია ეფექტურად, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკას ვერ მოვუვლით“, – განმარტავს გახარია.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა – გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები