LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წელს ტურიზმის სფეროში 1500 ადამიანს გადაამზადებს

66
242344877

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წელს ინტენსიური გადამზადების კურსების უზრუნველყოფას გეგმავს, როგორც ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის, ასევე დასაქმების მსურველთათვის.

ტრენინგები განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში და ტურისტულად დატვირთულ ქალაქსა, თუ დაბაში. სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს, კულტურული ტურიზმის და ღვინის გიდებს, სამთო გამყოლებს, მუზეუმის თანამშრომლებს; სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებსა და სამთო გამყოლებს. სულ დაგეგმილია წლის განმავლობაში 1500 ადამიანის გადამზადება.

სასწავლო კურსები ჩატარდება 20 -ზე მეტ თემატიკაში, როგორიცაა: მომსახურების უნარ-ჩვევები და სერვის +; მარკეტინგი და გაყიდვები; უცხო ენა; აგრო ტურისტული ობიექტების მართვა; პრობლემური სიტუაციების მართვა; შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მართვა; ჰიგიენა და უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; შშმპ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები; კულტურული გიდების ტრენინგი; ღვინისა და კულინარიის გიდების ტრენინგი; სათავგადასავლო გამყოლების ტრენინგი და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ადმინისტრაციის მხრიდან გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

„დღეს იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც გულისხმობს გიდების გადამზადებას, მათთვის და მთლიანად ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაში – „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”. ტრენინგი პირველ ეტაპზე თბილისში ხორციელდება. თუმცა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ჩატარება ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება ისეთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პლატფორმებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: booking.com, Expedia, Airbnb. ასევე, კულტურის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმების გიდების გადამზადებას“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g