LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორად აქციოს

62

ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორად აქციოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისოორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა  საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და  CNFA–ს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა შეაფასა. პრემიერ–მინისტრის თქმით, 10 წლის მანძილზე CNFA ქართველ გლეხთათვის არა მარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო.

„10 წელზე მეტია CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სოფლის მეორნეობის გარდაქმნის პროცესში. აშშ-ს მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს დაუყოვნებლივ შესთავაზა დახმარება. კონფლიქტის ზონაში მყოფი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი და მეურნეობა გაჩერდა.  საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის რისკის შემცირების პროგრამის წყალობით (GARRP), CNFA-მ ადგილობრივ ფერმერებს უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია, წვლილი შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში და ხელი შეუწყო გაზაფხულზე თესვისა და ბაღის მოვლის პროცესის აღდგენას.  გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ ქართუ ბანკთან ერთად ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი. მისივე ინფორმაციით,  USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება გაუწია 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია.

„ასეთი გულუხვი დახმარების შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.  მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ, ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ამ შედეგების მიღწევა შევძელით. კიდევ უფრო ვამაყობ იმ გარემოებით, რომ შემიძლია განვაცხადო – CNFA არა მარტო საქართველოს პარტნიორი, არამედ ნამდვილი მეგობარია,“–განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ  სოფლის მეურნეობის სექტორშიგატარებული ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში, წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი,  2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

„სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ  შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად… საქართველოს ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს. დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან; ამავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება გაუწია 800 000-ზე მეტი წვრილ ფერმერს.

„2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება.ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანიაგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლისმეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო დაგაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოებისდაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგემომავალი“ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავეკვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახანს, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეოპროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდამსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისკენ მიმართულღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილისმხარდაჭერისა და თავდადების გარეშე”,- განაცხადა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა  „ოქროს საწმისის“ ორდენით დაჯილდოება CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტს და აღმასრულებელი დირექტორს, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს, ჯონ კოსტელოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლისმეურნეობის ყოფილ მინისტრებს – დავით კირვალიძეს და შალვა ფიფიას. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის განვითარებული ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა CNFA-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვან როიმ.

„გაგვიმართლა, რომ CNFA კვლავ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ჩვენი ადგილობრივი გუნდის დამსახურებით. ვერგანვახორციელებდით ამ პროექტებს მათი დაუღალავი შრომისა და გამოცდილების გარეშე. ზოგიერთი მათგანი ჩვენთან პირველი პროექტისდასაწყისიდან თანამშრომლობს. სწორედ მათი მიზანდასახულობისა და ენთუზიაზმის შედეგია ის, რომ CNFA–მ რეალურად შეძლო ასეთშესანიშნავ ქვეყანაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა“, – ასე შეაფასა საქართველოში CNFA-ს 10-წლიანი მოღვაწეობა სილვან როიმ.

CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან   დაკავშირებით გამართულ კონფერენციას CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი დაესწრო.

„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მდივნის უფლებამოსილების განხორციელებისას, მქონდა პატივი, ჩემი ხელისუფლების სახელით  მიმეღო მონაწილეობა GATT-ის   ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. თუმცა,  არსად მინახავს ასეთი დინამიური, თბილი, პროგრესირებადი და წარმატებებით სავსე ადგილი, როგორიც საქართველოა,“–განაცხადა მაიკლ ესპიმ.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  საქართველოს განვითარების თანმიმდევრული გეგმა გააცნო.

„ამ ადამიანს შესანიშნავი ხედვა აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ამდენად, ჩემი  დირექტორთა საბჭოს წევრობის მიუხედავად, მე მსურს, ოქტომბერში დაგეგმილ  არჩევნებში წარმატება ვუსურვო მას,“–აღნიშნა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპიმ.

CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან   დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს დირექტორთასაბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, CNFA-ს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჯონკოსტელო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g