მთავრობამ ფიზიკურ პირებს 2010-2011 წლებში ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნა.
საუბარია ხუთ ერთეულ ავტომობილზე, რომელთაგან ერთი არის „ჰიუნდაი სონატას“, ხოლო ოთხი – „ჰიუნდაი iX35” მარკის ავტომობილი.
მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაიტანა.
მისი განმარტებით, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მოქალაქეები, რადგან მათ მიმართ 2010-2011 წლებში ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
„სხდომაზე გავიტანეთ საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. 2010-11 წლებში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლას. ეს დაადგინა პროკურატურამ და ისინი დაზარალებულად სცნო“ – განმარტა ქუმსიშვილმა.