LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 36 მილიონი ლარი ისესხა

46

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე   36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების  2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 12.400 პროცენტით, მაქსიმალური -13.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 13.757 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა კი  13.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g