LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ მასშტაბური, ეფექტური და დროული გეგმა წარადგინა, თუმცა გარკვეული საკითხები ღიად რჩება – ვახტანგ ჭარაია

107
20200108160448

“ანტიკრიზისული გეგმა არ არის ფინალური ვარიანტი. კორონავირუსი დინამიური პროცესია და შესაბამისი დინამიურობით მიჰყვება ეკონომიკური გამოწვევებიც”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, თსუ პროგნოზირებისა და ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაიამ “ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მასშტაბური, ეფექტური და დროული გეგმა წარადგინა, თუმცა გარკვეული საკითხები ღიად რჩება და დეტალურ განხილვას საჭიროებს.

“საკითხები პრემიერის მხრიდან გაცხადებული იყო მიმართულების დონეზე, რაც უკვე დეტალურ განხილვას საჭიროებს. კონკრეტულ ნაბიჯებზე, ვადებზე, რა პირობებში და ვის მიერ იქნება განხორციელებული აღნიშნული საკითხები უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. შეხვედრაზე ჩვენ ვეცდებით, რომ ვისაუბროთ დამატებით რეკომენდაციებზე. ანტიკრიზისული გეგმა ეს გეგმა არ არის ფინალური ვარიანტი. კორონავირუსი დინამიური პროცესია და შესაბამისი დინამიურობით მიყვება ეკონომიკური გამოწვევებიც.

გვქონია მსგავსი ტიპის გამოცდილება ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენ ვეცდებით ეკონომიკური გადმოსახედიდან მივცეთ ჩვენი ხმა. კონსტრუქციულობის იმედი მაქვს ამ შემხვედრიდან”,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი რა ტიპის დახმარებას სთავაზობს კრიზისის დასაძლევად მოქალაქეებს და როგორ დაეხმარება ბიზნესს.

ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რჩება ღია საკითხები, რასაც მეტი ტრანსპარენტულობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიგეგმოს ონლაინ შეხვედრა რამდენიმე სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დეტალური განხილვა მოხდება.

ონლაინ შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 50 მდე წარმომადგენელი დაესწრება 4 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g