LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ პანდემიით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გაცემა დაასრულა

56
shutterstock-1524798470-1

პანდემიით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გაცემა სრულად განხორციელდა. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, პროგრამით მოსარგებლე პირებზე: თვითდასაქმებული პირებისთვის (300 ლარიანი) და დაქირავებით დასაქმებულთათვის (6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი) საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვა სრულად განხორციელდა. ა/წ ოქტომბრის თვეში ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის საკომპენსაციო თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო სულ 1 477 700 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებული საბანკო ანგარიშები უნდა წარედგინათ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ა/წ 15 ოქტომბრამდე.

ამის გარდა, N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყოთ საბუთის გააქტიურება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად სააგენტოში შემოსული განცხადებების თანახმად და სერვისების სააგენტოსთან მონაცემების შედარების შედეგად, დღეის მდგომარეობით საკომპენსაციო თანხები ჩაერიცხება: 3222 პირს, ექვსთვიანი 200 ლარიანი კომპენსაცია, ჯამში 1 273 700 ლარი; ხოლო 680 პირს, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია, ჯამში 204 000 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g