LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა

96
12-metrics-for-metal-fabrication-success-1575586092

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

„კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს გახლავთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება. ეს დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია. მიზანია, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კოოპერატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, რაც გამოწვეულა იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია“, –  აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციითვე, მთავრობა პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით იწყებს. „ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებული ამ კომერციული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოათ მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, რომლებმაც შემდგომი წლების განმავლობაში უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუქციონირება. ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით“, – დასძინა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები