LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას ეკონომიკის გახსნის ტემპის დააჩქარებისკენ მოუწოდებენ

87
performance-Marketing-1200x600

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მთავრობას ეკონომიკის გახსნის ტემპის დააჩქარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს.

„ამას ცხადყოფს ვირუსის გავრცელების უკანასკნელი დინამიკაც, რომელიც აშკარად კლებითი დინამიკით ხასიათდება და ის უკვე ჩამოუვარდება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას. არსებულ რეალობაში, „აფბა“ შეზღუდვების დიდი ნაწილის საჭიროებას ვერ ხედავს. კერძოდ, სრულიად გაუგებარია რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი. ასევე, საზოგადოებისა და ბიზნესისთვის არავის განუმარტავს ამ რეგულაციის აუცილებლობა და და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის კერძო სექტორს და კიდევ უფრო ანელებს ფაქტობრივად დაპაუზებულ ეკონომიკას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპით გახსნის შემთხვევაში მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მივცემთ იმ თვითდასაქმებულებს, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს ღირსეულ კომპენსაციას.

„აფბა“ მთავრობას მოუწოდებს, ეკონომიკური სექტორების გახსნა იყოს უფრო მოქნილი და თანმიმდევრული, რათა არ მოხდეს მომიჯნავე სექტორების არათანმიმდევრული გახსნა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეანელებს ამ სექტორების მუშაობის ტემპების აღდგენას.

ამასთან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთას ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გახსნას ის სარეალიზაციო ობიექტები და სექტორები, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან უკვე გახსნილ და ამუშავებულ სექტორებთან. ასევე „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას, მოხსნას შეზღუდვა სარეკრეაციო დასასვენებელ სკვერებსა და ღია ტიპის კეფე – რესტორნებზე.

„მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის მთავრობისეული გეგმა ვერ პასუხობს არსებულ რეალობას, კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად ძაბავს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს,“ -აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g