LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგვცემს თუ არა ეკონომიკურ ეფექტს წინასაახალწლოდ გახსნილი ვაჭრობა

128
037bd62899324a40bf7aa3aa7c546a15 (1)

ჩვენ შეიძლება წინასაახალწლო ვაჭრობის სახით მივიღოთ პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ ეს მერე დაგვიჯდეს იმდენ ხარჯად, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მოხდეს მიღებული შემოსავლის უკან გასროლა პანდემიასთან საბრძოლველად“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან და რამდენად წაადგება ეს ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს, ექსპერტი თვლის, რომ წინასაახალწლო ეკონომიკური აქტივობისთვის ეს სასარგებლო იქნება, მაგრამ ხელისუფლებამ გარკვეული კონტროლის მექანიზმები უნდა დააწესოს.

2019 წლის ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობა, თუ როგორ ვებრძოდით 2020 წელს პანდემიას – ნათია თურნავა

გარდა ამისა, ვახტანგ ჭარაიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ მიუხედავად წარმატებული ნაბიჯებისა და ასევე ბევრი ჩავარდნებისა, საქართველო არ ჩამორჩა მსოფლიო ტრენდს და ქვეყანამ შეძლო არანაკლებ ეფექტიანი ყოფილიყო, ვიდრე წარმატებული ქვეყნები.

უფრო მეტის გაკეთებაც იყო შესაძლებელი, თუმცა იმის მიუხედავად რომ საქართველოს ფინანსური რესურსი ბევრად უფრო მწირი იყო, ვიდრე უფრო მეტად, რადიკალურად განვითარებული ქვეყნების შესაძლებლობები, ქვეყანამ საკმაოდ ეფექტიანად გადალახა კოვიდ გამოწვევა“,-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი თვლის, რომ ხელისუფლებას უფრო ადრე უნდა მიეღო გადაწყვეტილება წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. მისი თქმით ამ გზით ავირიდებდით დღეს არსებულ უფრო მკაცრ შეზღუდვებს.

სამომავლო პროგნოზებზე საუბრისას, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ 2021 წელი მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ მსოფლიო საშუალო ეკონომიკური ზრდის ტალღაზე უფრო მაღლა.

თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის ეტაპობრივად გადაწყობას, რომ ტურიზმზე და იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკიდან უფრო მეტად ეროვნულ წარმოებაზე და ექსპორტ ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადავაწყოთ ჩვენი ეკონომიკა, პერსპექტივას ნამდვილად ვხედავ“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ეკონომიკის სამინისტრომ პანდემიის დროს 3 პლატფორმა აამოქმედა

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლო გუნდის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ.

პოპულალურები