LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრომ პანდემიის დროს 3 პლატფორმა აამოქმედა

85
covid-19-economy-2

პანდემიის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ საკოორდინაციო შტაბთან ერთად, ოპეარტიული და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად ელექტრონული მართვის რამდენიმე პლატფორმა შეიქმნა და ამოქმედდა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს პლატფორმებია:

ბიზნეს ვიზიტორების მართვის პლატფორმა, რომელიც 2020 წლის ივლისში დაინერგა და დღემდე მოქმედებს. ამ პერიოდში სულ 18 000-მდე განაცხადის დამუშავება მოხდა.

ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა – ის 2020 წლის ივლისიდან ამუშავდა და სულ 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი დამუშავდა, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

პროექტიიმუშავე საქართველოდან – ელექტრონული პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც შემოვიდა 1 415 განაცხადი და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე გაცემულია 1000-მდე ნებართვა“, – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, თითოეული სამინისტრო მოქალაქეებს 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. პროექტის „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, პირველი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელიც პირველ ანგარიშს წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები