LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას კორეელ ინვესტორებთან კითხვები აქვს: „ნენსკრა“ უკვე აშენებული უნდა გვქონოდა

132
nenskra-hesi-w-h

ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ „ნენსკრაჰესის“ პროექტი გაჭიანურდა და ამასთან დაკავშირებით კორეელ ინვესტორებთან კითხვები არსებობს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო მზადაა, პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა გაზარდოს.

„გარკვეული სამუშაოები დაწყებულია, თუმცა კორეელ ინვესტორებთან ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც უკმაყოფილოები ვართ, რომ პროექტი გაჭიანურდა. აქ არც „საპარტნიორო ფონდია“ არაფერ შუაში, ძირითადი სპონსორი არის თავად კორეული კომპანია. დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი წინ წავა. მათ მიმართ გვაქვს გარკვეული კითხვები, რატომ გაჭიანურდა ეს პროექტი, როდესაც ჩვენ „ნენსკრა“ უკვე აშენებული უნდა გვქონოდა. მზად ვართ, რომ სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა მიიღოს. ვგულისხმობ პროექტში თანამონაწილეობის გაზრდას“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები