LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების დაწესება, მათ შორის მედიაკომპანიებისთვის” – ვახტანგ ჭარაია

165
charaia-vaxtamg-770x434

კორონავირუსის გავლენა ბიზნესზე ყოველდღიურად უფროდაუფრო იგრძნობა. საწარმოებისა და კვების ობიექტების თანამშრომელთა ნაწილს ხელფასები შეუმცირდა, ნაწილი კი უხელფასო შვებულებაშია. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს ვირუსი მხოლოდ კონკრეტულ ბიზნესსაქმიანობას დააზარალებს. ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომლის ერთ-ერთი რგოლი ის მედიასაშუალებებია, რომლებიც მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები. ჩვენ დავინტერესდით, რა ტიპის შეღავათები შეიძლება დაწესდეს მთავრობის მხრიდან და რისი რესურსი აქვს დღეს ბიუჯეტს – “დღის თემაში” ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, მთავრობას აუცილებლად მოუწევს გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება.

“ამის გაკეთება მოუწევს, რადგან სხვა გზა არ არის. როგორც ცნობილია, უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები და იქიდან მოზიდული ფულადი სახსრებით ეს შესაძლებელი იქნება, ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ალბათ, კარგი იქნება, თუ ორგანიზაცია დაასაბუთებს, რატომ სჭირდება მას საგადასახადო შეღავათები და დადებს პირობას, რომ იმ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლებს არ გაუშვებს”, – აცხადებს ჭარაია. 

მისი თქმით, შესაძლებელია ეს იყო საშემოსავლო გადასახადის დროებით გაჩერება, თუნდაც 6 თვით.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ცნობილია, ისინი ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, განიხილება თუ არა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g